Belive

ოფიციალურად - დანიელე დე როსი "ბოკა ხუნიორსის" ფეხბურთელია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიელი ნახევარმცველი დანიელე დე როსი არგენტინულ "ბოკა ხუნიორსში" ოფიციალურად გადაბარგდა. ამის შესახებ კლუბმა რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა. გასული სეზონის ბოლოს დე როსიმ იტალიური  "რომა" 19 წლიანი ასპარეზობის შემდეგ დატოვა, "ბოკასთან" კი  8 თვიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ პერიოდში იგი 500 000 ევროს მიიღებს. აღსანიშნავია რომ დე როსის ტრანსფერში გადამწყვეტი როლი მისმა დიდი ხნის მეგობარმა და "ბოკა ხუნიორსის" სპორტულმა დირექტორმა ნიკოლას ბურდისომ ითამაშა.  

სხვა სტატიები