Belive

ოფიციალურად - დარვინ ნუნიესი "ლივერპულში" ითამაშებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ურუგვაელი ფეხბურთელი დარვინ ნუნიესი ინგლისურ "ლივერპულში" ითამაშებს. დარვინ ნუნიესის ტრანსფერი €75 მილიონი დაჯდა. დანამატის სახით ლისაბონურმა კლუბმა "ლივერპულისგან" €25 მილიონი მიიღო. ბენფიკას განცხადებაში ვკითხულობთ, რომ  ორშაბათს, 00:44 საათზე პორტუგალიურმა კლუბმა  ოფიციალურად შეათანხმა ტრანსფერი მერსისაიდულ კლუბთან. აღსანიშნავია, რომ დარვინ ნუნიესი პრემიერ ლიგის ისტორიაში, მეხუთე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იქნება.   22 წლის ურუგვაელმა გასულ სეზონში 34 გოლის გატანა შეძლო, ყველა ტურნირზე. მან  "ლივერპულსაც" გაუტანა. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრებში ნუნიესმა გოლის გატანა ორივე მატჩში შეძლო.

სხვა სტატიები