Belive

ოფიციალურად: დავიდ ლუიზი არსენალის ფეხბურთელია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ნაკრებისა და ლონდონის "ჩელსის" უკვე ყოფილი 32 წლის ცენტრალური მცველი დავიდ ლუიზი "არსენალში" ითამაშებს. ბრაზილიელი მცველი ლონდონში დარჩა, თუმცა კლუბი შეიცვალა. სამედიცინო შემოწმების წარმატების გავლის შემდეგ, "არსენალმა" ლუიზთან 2 წლიან კონტრაქტზე მოაწერა ხელი. რამდენიმე დღის წინ "არსენალმა" კლუბიდან ლორან კოშიენლი "ბორდოში" გაუშვა, ხოლო დღეს კი დავიდ ლუიზი შეიძინა. ბრაზილიელმა მცველმა "ჩელსიში" 248 მატჩი ჩაატარა, სადაც 18 გოლის გატანა და 12 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.  სულ პირველად, დავიდ ლუიზი "ჩელსიში" "ბენფიკადან" 2011 წლის იანვარში გადავიდა.

სხვა სტატიები