Belive

ოფიციალურად: დავითაშვილი ტულას არსენალის ფეხბურთელია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზურიკო დავითაშვილი კარიერას ტულას "არსენალში" გააგრძელებს. ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი რუსულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. აქვე შეგახსენებთ, რომ 20 წლის შემტევი ნახევარმცველი ბოლოს "რუბინის" საკუთრება იყო. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ზურიკომ ყაზანელებთან კონტრაქტი გაწყვიტა და "არსენალს" უფასოდ შეუერთდა. დავითაშვილმა გასული სეზონი იჯარით "როტორში" გაატარა. ახალგაზრდა ქართველმა ვოლგოგრადელთა რიგებში 20 მატჩი ჩაატარა. რაც შეეხება "რუბინს", ზურიკომ გუნდის მაისური 28-ჯერ მოირგო და 2 გოლი გაიტანა. ტულას "არსენალმა" რუსეთის პრემიერ ლიგის გასული სეზონი მე-14 ადგილზე დაასრულა.

View this post on Instagram

A post shared by ПФК АРСЕНАЛ ТУЛА (@pfcarsenaltula)

სხვა სტატიები