Belive

ოფიციალურად: დე ლიხტი იუვენტუსის ფეხბურთელია (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

აიაქსის ყოფილი კაპიტანი და ჰოლანდიის ნაკრების ცენტრალური მცველი, მატეის დე ლიხტი "იუვენტუსში" ითამაშებს. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური სოციალური გვერდები იუწყებიან. ჰონალდიელი ვუნდერკინდი უკვე ტურინშია და სამედიცინო შემოწმების შემდეგ მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერა იქნება საჭირო. 19 წლის დე ლიხტისთვის თითქმის ყველა გრანდი იბრძოდა, მათ შორის იყვნენ "ბარსელონა", "მანჩესტერ იუნატედი", "მანჩესტერ სიტი", "პსჟ" და სხვა გუნდები. შეგახსენებთ, რომ მაურისო სარის გუნდისთვის ეს ზაფხულში მეოთხე ტრანსფერია. ტურინელებმა აარონ რემზი, ადრიან რაბიო და ჯიჯი ბუფონი უფასოდ დაიმატეს. ჯერჯერობით უცნობია თუ რა თანხა გადაიხადეს ტურინელებმა ცენტრალური მცველის სანაცვლოდ, თუმცა დაახლოებით სატრანსფერო ფასად 70 მილიონი ევრო სახელდება.

სხვა სტატიები