Belive

ოფიციალურად: დე პაული ატლეტიკოს ფეხბურთელია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როდრიგო დე პაული კარიერას "უდინეზედან" "ატლეტიკოში" გააგრძელებს. ტრანსფერი მადრიდულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. როგორც ცნობილია, არგენტინელმა ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და "როხიბლანკოსთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. "ატლეტიკომ" 27 წლის დე პაულის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მივდივარ ლა ლიგის ჩემპიონ გუნდში. ვხვდები, თუ რამხელა პასუხისმგებლობას ნიშნავს ეს. "ატლეტიკოში" გადასვლა ჩემი საფეხბურთო კარიერის დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. მიხარია, რომ სიმეონესთან მუშაობის შესაძლებლობა მომეცემა," - ამბობს დე პაული.
როდრიგომ სერია A-ში "უდინეზესთან" ერთად 177 მატჩი ჩაატარა, სადაც 33 გოლი და 33 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები