Belive

ოფიციალურად: დესტი ბარსელონას ფეხბურთელია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერჟინიო დესტი უკვე ბარსელონაში იმყოფება და კატალონიურ კლუბთან ხელშეკრულება გააფორმა. 19 წლის ამერიკის შეერთებული შტატების ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმების სავარაუდოდ დღეს გაივლის და „ბარსელონას“ წევრი ოფიციალურად გახდება.

კატალონიურმა კლუბმა აშშ-ელი ფეხბურთელი 26 მილიონის სანაცვლოდ გაიფორმა. დესტმა "ბარსელონასთან" 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. სერჟინიო დესტმა „აიაქსის“ პირველ გუნდში ორი სეზონი გაატარა და ამსტერდამული კლუბის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 38 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდა ფეხბურთელი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების წევრია და ეროვნული გუნდის რიგებში სამი შეხვედრა ჩაატარა.  

სხვა სტატიები