Belive

ოფიციალურად: დინამო ბათუმი ლეგიას ფორვარდით გაძლიერდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო ბათუმი" 25 წლის ფრანგი თავდამახმელით ვამარა სანოგოთი გაძლიერდა. ინფორმაციას კლუბი ოფიციალურად ადასტურებს. როგორც ცნობილია, სანოგომ "დინამო ბათუმთან" კონტრაქტი 2021 წლის ბოლომდე გააფორმა. ფრანგი ფეხბურთელი აჭარელებმა "ლეგიადან" დაიმატეს. მას გასული სეზონი უმეტესად ტრავმების გამო გაუცდა. სანოგომ პოლონეთის ჩემპიონატში სულ 31 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები