Belive

ოფიციალურად: დინამო ბათუმმა ნიგერიელი მცველი დაიმატა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო ბათუმი" ახალი სეზონისთვის გაძლიერებას განაგრძობს. საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა დღეს მორიგი ახალწვეული წარადგინა. აჭარელთა ოფიციალური გვერდის თანახმად, რაფაელ ჩუკვურა გია გეგუჩაძის გუნდს შეუერთდა. ნიგერიელი მარცხენა მცველი ბოლოს "თელავში" თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ 28 წლის ჩუკვურა უკვე დიდი ხანია საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობს. მანამდე მას "ტორპედოს", თბილისისა და მარტვილის "მერანის", "რუსთავის", "ზუგდიდისა" და დაბალი ლიგის გუნდებში უთამაშია. "დინამო ბათუმი" რაფაელის გარდა წელს "თელავის" მარჯვენა მცველით, გრიგოლ ჩაბრაძითაც გაძლიერდა. ასევე შეგახსენებთ, რომ აჭარულმა კლუბმა გიორგი ფანცულაია, გიორგი ზარია და სანდრო ალთუნაშვილი დაიმატა.  

სხვა სტატიები