Belive

ოფიციალურად: დინამო თბილისი ესპანელმა ლეგიონერებმა დატოვეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო თბილისმა" გუნდიდან ესპანელი ლეგიონერების წასვლა ოფიციალურად დაადასტურა. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა Facebook-ის გვერდმა გამოაქვეყნა. ხოსე პერალესსა და ვიქტორ მონხილს ქართულ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურათ, რომელიც აღარ გახანგრძლივებულა და ესპანელმა ფეხბურთელებმა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი დატოვეს. "დინამო თბილისი მადლობას უხდის ჩვენს მეგობრებს თავდაუზოგავი შრომისთვის, საჩემპიონო სეზონისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში" - წერს "დინამოს" ოფიციალური გვერდი. ორივე ფეხბურთელი თბილისურ კლუბში 2019 წლის იანვარში ჩაირიცხა და გუნდის უცვლელი წევრი გახდა. მათ "დინამოს" მაისურით ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშეს და გუნდს ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარნენ.

სხვა სტატიები