Belive

ოფიციალურად: დინამო თბილისი ესპანელთა სამწვრთნელო შტაბმა დატოვა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დინამო თბილისი ესპანელთა სამწვრთნელო შტაბმა დატოვა. გუნდი დატოვეს მთავარმა მწვრთნელმა და მისმა ასისტენტმა, ფელის ვისენტემ და ჩისკო მუნიოსმა. Live.ge-მ აღნიშნული ინფორმაცია დინამოს გენერალურ დირექტორთან, ზაზა დოლიძესთან გადაამოწმა: "ტრიუმფით დასრულებული ჩემპიონატის შემდეგ, მწვრთნელებს კონტრაქტის ვადა ამოეწურათ. ამის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ პირადი პრობლემების გამო გადაწყვიტა აღარ გაეგრძელებინა ჩვენთან კონტრაქტი. რა თქმა უნდა, საჩემპიონო სეზონის შემდეგ კლუბის სურვილი იყო ჩისკო დარჩენილიყო და მთავარ მწვრთნელად გაეგრძელებინა მუშაობა, თუმცა მას არ გააჩნია უეფას პრო ლიზენცია და სწორედ ამ მიზეზით მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. რეალურად ჩვენ დიდი სურვილი გვქონდა თანამშრომლობის გაგრძელების. ამჟამად, დინამო რამდენიმე კანდიდატთან აწარმოებს მოლაპარაკებას და მათ შორის არის "ტორპედოს" მთავარი მწრვთნელი კახა ჩხეტიანი" - განაცხადა დინამო თბილისის გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისი 2019 წლის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულია და მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს

სხვა სტატიები