Belive

ოფიციალურად: დინამო თბილისმა მორიგი ტრანსფერი განახორციელა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო თბილისის" ღირსებას 27 წლის განელი ფორვარდი კვამე კარიკარი დაიცავს. კარიერის პირველი 4 წელი კარიკარიმ შვედურ "აიკში" გაატარა. ამ გუნდთან ერთად UEFA-ს ევროპა ლიგაზეც იასპარეზა, სადაც "ცსკა"-სა და "პსვ"-ს გოლკიპერთა დამწუხრებაც მოასწრო. განელ ფორვარდს ნათამაშები აქვს ასევე თურქეთში, უკრაინასა და ყატარში, ბოლოს კი ბაქოს "ნეფთჩიში" გამოდიოდა. ახალწვეულმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც "დინამო თბილისმა" ხელშეკრულება 1 წელს + 1 წელი შესაძლებლობით გაუფორმა.
66774140_2336505553092164_8611529511470628864_n

სხვა სტატიები