Belive

ოფიციალურად: დინამომ ესპანელი მცველი შეიძინა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თბილისის "დინამომ" ზამთრის სატრანსფერო ბაზრის ბოლოს ესპანელი მცველი დაიმატა. უცნობია თუ რა თანხა გადაიხადა თბილისურმა კლუბმა მონხილის სანაცვლოდ. გთავაზობთ "დინამოს" მიერ გავრცელებულ განცხადებას:
"ჩვენს კლუბში კიდევ ერთი ახალწვეულია. დინამოს 26 წლის ესპანელი ცენტრალური მცველი ვიქტორ მონხილი შეუერთდა. ვიქტორმა საფეხბურთო კარიერა ვალიადოლიდის ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, 2012 წლიდან ატლეტიკო მადრიდის მეორე გუნდში გამოდიოდა, შემდეგ ალკოიანოს, მერიდას და პონტევედრას ღირსებას იცავდა. ბოლო სეზონი მცველმა ლევანტეს რიგებში გაატარა. ვიქტორ მონხილმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, დინამოსთან ხელშეკრულება ერთი წლით გააფორმა და საღამოს გეზი თურქეთში მყოფი ახალი თანაგუნდელებისკენ აიღო".

სხვა სტატიები