Belive

ოფიციალურად | დორტმუნდის ბორუსიას ახალი მწვრთნელი ეყოლება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბუნდესლიგური გრანდის მესვეურებმა, კლუბის ახალ მთავარ მწვრთნელად მარკო როზე წარადგინეს. გავრცელებული ინფორმაციით, "გლადბახის" მთავარი მწვრთნელი, "დორტმუნდს" ზაფხულში შეუერთდება.

ვინ არის მარკო როზე?

15-წლიანი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, მარკო როზე ლაიპციგის "ლოკომოტივში", "ჰანოვერსა" და "მაინცში" ასპარეზობდა. "გლადბახის" მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავებამდე, 44-წლის სპეციალისტი "ლაიპციგსა" და "ზალცბურგს" წვრთნიდა. მიმდინარე სეზონში, მარკო როზეს "გლადბახმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით იასპარეზა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

როგორია როზეს სამწვრთნელო სტილი?

საკუთარი ფეხბურთელებისგან როზე "ემოციურობასა" და "თამაშის წყურვილს" ითხოვს. მისი სათამაშო სტილი დინამიურობით გამოირჩევა - როზე მოთამაშეებს სწრაფი ფეხბურთის თამაშისკენ მოუწოდებს. მიუხედავად იმისა, რომ როზეს მტკიცებით, 4-4-2 სათამაშო სტილს ანიჭებს უპირატესობას, იგი მაინც ახდენს ტაქტიკურ ცვლილებებს. ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც როზემ 4-3-3 და 4-2-3-1 ფორმაციები გამოიყენა.

რატომ გადაწყვიტა "დორტმუნდმა" ახალი მთავარი მწვრთნელის ძიება?

გასული სეზონი "დორტმუნდმა" ჩააგდო, რასაც მაშინდელი მთავარი მწვრთნელი - ლუსიენ ფავრე შეეწირა. მიმდინარე სეზონში "დორტმუნდი" მეექვსე ადგილზე იმყოფება და უკანასკნელ 5 შეხვედრაში მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა.    

სხვა სტატიები