Belive

ოფიციალურად: ელ კლასიკო გადაიდო!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიმდინარე სეზონის პირველი "ელ კლასიკო" გადაიდო. 26 ოქტომბერს "კამპ ნოუზე" გასამართი მატჩი ბარსელონაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის გამო არ ჩატარდება. კატალონიაში მასშტაბური აქციები იგეგმება. თავდაპირველად, ლა ლიგა გუნდებს სთავაზობდა, რომ შეხვედრა მადრიდში ჩატარებულიყო, თუმცა, როგორც ჩანს, შეთანხმება არ შედგა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ როდის გაიმართება "ელ კლასიკო". თუმცა ესპანური Marca იტყობინება, რომ "ბარსელონასა" და "რეალს" შორის დაპირისპირება 18 დეკემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები