Belive

ოფიციალურად: ერედივიზიონის სეზონი გაუქმდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ახლახანს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ერედივიზიონის 2019/20 წლების სეზონის გაუქმდა. როგორც ცნობილია, წლევანდელ ჩემპიონატს გამარჯვებული არ ეყოლება. ნიდერლანდები გახდა პირველი ქვეყანა ევროპაში, რომლის საფეხბურთო ლიგაც კორონავირუსის პანდემიის გამო აღარ განახლდება. აქვე გეტყვით, რომ ერედივიზიონის წლევანდელი სეზონიდან არც ერთი გუნდი არ გავარდება. ჩემპიონატის შეჩერებამდე პირველ ადგილს "აიაქსი" და "ალკმაარი" 56-56 ქულით ინაწილებდნენ, მე-3 პოზიციაზე კი "ფეიენოორდი" იყო. ნიდერლანდებში კორონავირუსით 36 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო გარდაიცვალა 4200, გამოჯანმრთელებულთა ზუსტი მონაცემები ამჟამად არ არსებობს.

სხვა სტატიები