Belive

ოფიციალურად: ერიკ ტენ ჰააგი მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელია 

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბოლო პერიოდის განმავლობაში ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა - ერიკ ტენ ჰააგი "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი. კლუბის განცხადებაში ნაძთქვამია, რომ მას შემდეგ, რაც ნიდერლანდელი სპეციალისტი ოფიციალურ დოკუმენტაციას მოაგვარებს და ბრიტანეთში სამუშაო ნებართვის მოპოვებას შეძლებს, "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდება და იქ 2025 წლამდე იმუშავებს, ხსენებული წლის ივნისში კი მხარეებს ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება შეეძლება. ​52 წლის სპეციალისტი 2002-09 წლებში, "ტვენტეს" აკადემიაში, შემდეგ კი მთავარ გუნდში ასისტენტად, ასევე, "პსვ ეინდჰოვენში" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად, "უტრეხტის" "იგლზისა" და მიუნხენის "ბაიერნის" მეორე გუნდის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, 2017 წლიდან მოყოლებული კი ამსტრერდამის "აიაქსს" თავკაცობს და ამ დროის განმავლობაში ორჯერ ნიდერლანდების ჩემპიონატი, ორჯერ თასი და ერთხელ სუპერთასი მოიგო, 2018/19 წლების სეზონში კი უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.

სხვა სტატიები