Belive

ოფიციალურად: ერიკ ტენ ჰაგი აიაქსს 2022 წლამდე გაწვრთნის

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ამსტერდამის "აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა ჰოლანდიური ფეხბურთის ფლაგმანთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია, "აიაქსმა" ოფიციალურად დაადასტურა.
Untitled
49 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი 2017 წლიდან იკავებს "აიაქსის" მთავარი მწვრთნელის პოსტს. მისი მოღვაწეობის პერიოდში, ამსტერდამელები ერთხელ გახდნენ ჰოლანდიის ჩემპიონები და ერთხელ დაეუფლნენ ჰოლანდიის KNVB თასს. ტენ ჰაგის გაწვრთნილმა "აიაქსმა" 2018/19 წლების UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით იასპარეზა და "რეალისა" და "იუვენტუსის" ბარიერის გადალახვა შეძლო. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში კი "ტოტენჰემთან" დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა.

სხვა სტატიები