კრისტიან ერიქსენისა და “ინტერის” თანამშრომლობა დღეს ოფიციალურად შეწყდა – დანიელმა ნახევარმცველმა იტალიური კლუბი დატოვა.
ერიქსენს, იტალიური კანონმდებლობის მიხედვით, სერია A-ში თამაშის უფლება აღარ ჰქონდა. ევროპის ჩემპიონატზე მიღებული გულის შეტევის შემდეგ ფეხბურთელს კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტანტი ჩაუდგეს. ამის შემდეგ, ქვეყანა სპორტსმენს პროფესიონალური კარიერის გაგრძელებას უკრძალავს.
“ინტერი” ერიქსენს ყველაფერს საუკეთესოს უსურვებს. მიუხედავად ჩვენს შორის გაყოფილი გზებისა, “ნერაძური” რჩება კრისტიანის გულშემატკივრად,” – წერს მილანელთა ოფიციალური გვერდი.
ჯერჯერობით უცნობია, სად ითამაშებს ერიქსენი. ბოლოს მან სამშობლოში, “ოდენსეს” ბაზაზე განაახლა ვარჯიში. ვრცელდება ინფორმაცია, რონ 29 წლის დანიელის დაბრუნება “აიაქსს” სურს.
🖋️ | CHRIS
L'Inter saluta @ChrisEriksen8 👇
— Inter 🏆🇮🇹 (@Inter) December 17, 2021