Belive

ოფიციალურად: ევერტონმა რაფაელ ბენიტესი გაათავისუფლა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

რაფაელ ბენიტესის ხანმოკლე, მაგრამ არასასიამოვნო პერიოდი "ევერტონში" დასრულდა. კლუბმა ახალი ამბავი ოფიციალურად მოკლე შეტყობინებით დაადასტურა, რაც მიანიშნებს, რომ აწ უკვე ყოფილი მწვრთნელის მიმართ კარგი დამოკიდებულება არ აქვთ.

"ევერტონს" შეუძლია დაადასტუროს, რომ რაფაელ ბენიტესი მთავარი გუნდის მწვრთნელის პოსტიდან წავიდა", - წერს "კანფეტების" ოფიციალური ვებ-გვერდი.
"ლივერპულის" ყოფილი თავკაცი უშუალო კონკურენტის ბანაკს სათავეში 2021 წლის ზაფხულში ჩაუდგა და მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 22 მატჩიდან გუნდმა მხოლოდ 7 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 11-ში დამარცხდა, ხოლო პრემიერ ლიგაში ნათამაშები 19 ტურის შეხვედრის შემდეგ მერსისაიდული კლუბი 19 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონას მხოლოდ ორი საფეხურით უსწრებს.

სხვა სტატიები