Belive

ოფიციალურად: ევროპის ჩემპიონატის გახსნით მატჩს მაყურებელი დაესწრება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
11 ივნისს საფეხბურთო ზეიმი - ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელიც ზუსტად 1 თვე გაგრძელდება და 11 ივლისს დასრულდება. ევროპის ჩემპიონატი იტალიის დედაქალაქ რომში გაიხსნება, რომელსაც "სტადიო ოლიმპიკოს" სტადიონი უმასპინძლებს. პირველი მატჩი იტალია - თურქეთი იქნება. რამდენიმე საათის წინ კი UEFA-მ იტალიის მთავრობას ნება დართო, რომ მატჩს 25% პროცენტი დაესწროს. "სტადიო ოლიმპიკოზე" 72 700 ადამიანი ეტევა, შესაბამისად გახსნით მატჩზე დასწრების უფლება 18 100 ადამიანს ექნება. იტალიის მთავრობა UEFA-ს შეთავაზებას დაეთანხმა და ოფიციალურად დადასტურდა, რომ ევროპის ჩემპიონატის გახსნითი მატჩი გულშემატკივრებით ჩატარდება.

სხვა სტატიები