Belive

ოფიციალურად - ევრო 2020-ის სიმბოლური გუნდი ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ UEFA-მ ტურნირის სიმბოლური გუნდი შეადგინა. ევრო 2020-ის გამარჯვებულ იტალიის ნაკრებიდან შემადგენლობაში ხუთი ფეხბურთელი მოხვდა. 3 წარმომადგენელი ჰყავს დამარცხებულ ფინალისტ, ინგლისს.

ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება: მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია); მცველები: კაილი უოლკერი (ინგლისი); ჰარი მაგუაირი (ინგლისი); ლეონარდო ბონუჩი (იტალია); ლეონარდო სპინაცოლა (იტალია) ნახევარმცველები: პიერ-ემილ ჰოიბიერგი (დანია) ; ჟორჟინიო (იტალია) ; პერდი (ესპანეთი) თავდამსხმელი: ფედერიკო კიესა (იტალია); რომელუ ლუკაკუ (ბელგია); რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი).

სხვა სტატიები