Belive

ოფიციალურად: FIFA ეკვადორის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატიდან არ მოკვეთავს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ ეკვადორის ნაკრების წინააღმდეგ დისციპლინური საქმის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ჩილეს ფეხბურთის ფედერაციამ ეკვადორს FIFA-ში ერთ-ერთი ფეხბურთელის საბუთების შესაძლო გაყალბების გამო უჩივლა. ახლახანს FIFA-მ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ორივე მხარის ყველა განცხადება და წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისმა პირებმა შეისწავლეს, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ დისციპლინური საქმე დაიხუროს. ჩილეს ფეხბურთის ფედერაცია ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 10 დღე ექნება.

ცნობილია, რომ ჩილეს ეროვნული ნაკრების ადვოკატმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ბაირონ კასტილო კოლუმბიელია და მას ეკვადორის ნაკრებში თამაშის უფლება არ ჰქონდა. ამის გამო, ჩილეს წარმომადგენლებს ჰქონდათ იმედი, რომ ეკვადორს შესარჩევი ეტაპის ქულები ჩამოაკლდებოდა, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი გუნდს სწორედ ჩილეს ნაკრები ჩაანაცვლებდა.

სხვა სტატიები