Belive

ოფიციალურად | გატუზომ ნაპოლი დატოვა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სერია ა-ს უკანასკნელი ტურის (38) უპრინციპულეს შეხვედრაში, "ნაპოლი" "ვერონას" დაუპირისპირდა. მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად, ნეაპოლურ კლუბს მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებოდა. ყველასათვის მოულოდნელად, "ნაპოლი" "ვერონას" დაპირისპირება, ფრედ 1:1 დასრულდა - საპირისპირო შეხვედრაში "იუვენტუსმა" ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაიმარჯვა და "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ოთხეულს მიღმა დარჩა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ჯენარო გატუზომ "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ჯენარო გატუზოს გუნდიდან წასვლის თაობაზე, აურელიო დე ლაუტენტისმა Twitter-ზე პოსტი განათავსა. დე ლაურენტისის პოსტი, მოგვიანებით "ნაპოლის" ოფიციალურ გვერდზე გაზიარდა.
"ძვირფასო რინო, ბედნიერი ვარ, რომ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ჩვენს კლუბში მოღვაწეობდი. გაწეული შრომისთვის მადლობას გიხდი და მომავალში სადაც არ უნდა წახვიდე წარმატებას გისურვებ", - აღნიშნულია აურელიო დე ლაურენტისის განცხადებაში.
ამ წუთისათვის უცნობია, თუ სად გაააგრძელებს იტალიელი სპეციალისტი მოღვაწეობას.

სხვა სტატიები