Belive

ოფიციალურად: გენტმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბელგიის 2019/20 წლების სეზონი აღარ გაგრძელდება. იუპერლიგის ჩემპიონად "ბრიუგე" გამოცხადდა. ფილიპ კლენტის გაწვრთნილ გუნდს 29 ტურის შემდეგ 70 ქულა ჰქონდა და უახლოეს მდევარ "გენტს" 15-ით უსწრებდა. რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გუნდს, "გენტმა" ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა და მომდევნო სეზონში საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ასევე ცნობილია, რომ ბელგიაში ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური "შარლერუამ", ხოლო საკვალიფიკაციოს - "სტანდარტმა" და "ანტვერპმა" მოიპოვეს.

სხვა სტატიები