Belive

ოფიციალურად: გია ცეცაძე ლვოვის მწვრთნელად დაინიშნა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალურად დადასტურდა, რომ გია ცეცაძე საფეხბურთო კლუბ "ლვოვის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 45 წლის ქართველი სპეციალისტი უკრაინულ კლუბს 22 ივნისიდან უხელმძღვანელებს. ეს უცხოეთში მისი პირველი კლუბია. აქამდე ცეცაძე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს, "ლოკომოტივს", "დილას", "სამტრედიას", და "საბურთალოს" წვრთნიდა. ამ უკანასკნელში იგი მიმდინარე წლის დასაწყისში დაინიშნა და თბილისური კლუბი რამდენიმე კვირაშივე დატოვა.  

სხვა სტატიები