Belive

ოფიციალურად: გია ცეცაძე საბურთალოს მთავარი მწვრთნელია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს 2018 წლის ჩემპიონს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. "საბურთალოს" გია ცეცაძე უთავკაცებს. ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, თბილისური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა. "სამტრედიას", გორის "დილას", "ლოკომოტივის" და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი თავკაცი ბოლოს 21-წლამდე ეროვნულ გუნდში მუშაობდა, რომელსაც 17-ჯერ უხელმძღვანელა, 7 მატჩი მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და ამდენივეში დამარცხდა.

სხვა სტატიები