ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთში ითამაშებს

რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ გიორგი არაბიძე კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი მე-2 ლიგის გუნდში, “ადანასპორში” გადავიდა. არაბიძე “ნასიონალმა” თურქეთში არენდით გაუშვა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი არაბიძე პორტუგალიურ კლუბში 2018 წლის ზაფხულში “შახტარიდან” გადავიდა. 21 წლის კარიერა “ნასიონალში” კარგად ვერ განვითარდა. არაბიძემ მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა და 1 ბურთი გაიტანა.

 

(389)

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთში ითამაშებს

სტატიის ავტორი
-