Belive

ოფიციალურად: გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიასთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, "ვალენსიასთან" კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.

ინფორმაცია, რომელიც ესპანურ მედიაში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვრცელდებოდა, უკვე ოფიციალურად დადასტურდა და ღამურებმა ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს.

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის წარმომადგენელ კლუბს 2021 წლის ზაფხულში, "დინამო თბილისიდან" იჯარის წესით შეუერთდა, რამდენიმე თვეში კი ესპანელებმა მისი კონტრაქტი 850 000 ევროს სანაცვლოდ გამოისყიდეს.

მამარდაშვილმა 2021/22 წლების სეზონში "ღამურების" მაისურით ყველა ტურნირზე 27 შეხვედრაში ითამაშა, 11-ჯერ კარი მშრალად შეინახა და 27 გოლი გაუშვა და კოპა დელ რეის ფინალში ითამაშა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, მამარდას აქტივში 6 მატჩი და 2-ჯერ მშრალად შენახული კარია, მეტოქეთაგან კი მან 5 გოლი მიიღო.

სხვა სტატიები