Belive

ოფიციალურად: გიორგი მიქაუტაძემ მეცი დატოვა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი მიქაუტაძემ "მეცი" დატოვა - ქართველი ფეხბურთელი კარიერას კვლავ ბელგიაში გააგრძელებს. ფრანგული კლუბის ოფიციალური განცხადების თანახმად, 20 წლის თავდამსხმელი "სერენში" დაბრუნდა. გიორგი ბელგიაში იჯარით, 1 სეზონით ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე "სერენში" გასულ წელსაც თამაშობდა. სწორედ ქართველის უდიდესი დამსახურებით მოახერხა გუნდმა ბელგიის უმაღლეს ლიგაში დაწინაურება. გიორგიმ 23 თამაშში 22 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. გიორგიმ ლიგა 1-ის ახალ სეზონში "მეცის" რიგებში ერთხელ ითამაშა - მას პირველ ტურში "ლილთან" 4 წუთი მიეცა.

სხვა სტატიები