Belive

ოფიციალურად: გიორგი ქვილითაია კვიპროსის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ფეხბურთელია 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბოლო პერიოდის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია უკვე ოფიციალურია - გიორგი ქვილითაია კარიერას კვიპროსის ყველაზე ტიტულოვან კლუბში გააგრძელებს. ნიქოზიის "აპოელის" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა კვიპროსულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. "აპოელმა" 27 წლის ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ "გენტს" 600 00 ევრო გადაუხადა. გიორგი ქვილითაიამ წინა სეზონი თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ "ანორთოსისში" გაატარა, 32 შეხვედრაში 15 გოლის გატანა მოახერხა და ქვეყნის თასის გამარჯვებული გახდა. "აპოელს", რომელსაც წინა სეზონი წარუმატებელი გამოუვიდა, ჩემპიონატში მერვე პოზიცია დაიკავა და ევროტურნირებს მიღმა დარჩა, ქვეყნის ჩემპიონის ტიტული 28-ჯერ აქვს მოგებული თასი 21-ჯერ, სუპერთასზე კი წარმატებას 15-ჯერ მიაღწიეს. ნიქოზიური კლუბი კვიპროსული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანია.~  

სხვა სტატიები