Belive

ოფიციალურად - გოდინი იტალიურ გრანდში გადავიდა!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "ატლეტიკოს" ურუგვაელი კაპიტანი, დიეგო გოდინი, მილანის "ინტერს" მოელაპარაკა და იტალიურ გუნდთან კონტრაქტის პირობებიც შეათანხმა. ტანმაღალი მცველი, "ნერაძურიში" სეზონის ბოლოს, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა და კარიერას "სან სიროზე" გააგრძელებს. გოდინი მადრიდულ კლუბში, 2010 წელს "ვილიარეალიდან" გადავიდა და კლუბთან ერთად რამდენიმე ტიტულიც მოიგო. მათ შორის ლა ლიგა, ესპანეთის თასი, სუპერთასი და ორი ევროპა ლიგა, რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, გოდინი და "ატლეტიკო" ბოლო წლებში ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში ორჯერ გავიდნენ და ორივეჯერ თანაქალაქელ "რეალთან" დამარცხდნენ. გოდინი "ინტერში" 2022 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს. ცნობილია, რომ ამ მისი ანაზღაურება წელიწადში €6.75 მილიონი იქნება.  

სხვა სტატიები