Belive

ოფიციალურად | გორეცკამ კონტრაქტი გაახანგრძლივა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის "ბაიერნის" ვარსკვლავმა სატრანსფერო სპეკულაციებს წერტილი დაუსვა და "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ლეონ გორეცკა "ბაიერნის" ღირსებას 2026 წლის ივნისამდე დაიცავს. გერმანული მედიის მტკიცებით, განახლებული კონტრაქტის თანახმად, გორეცკა ყოველწლიურად €12 მილიონს მიიღებს.

"ჩვენი კლუბის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ წამყვანი ფეხბურთელები შევინარჩუნოთ. იმისათვის რომ იყო წარმატებული კლუბი, აუცილებელია მუდმივად მოტივირებული ფეხბურთელების ყოლა - ლეონ გორეცკასთან მოტივაციის თაობაზე საუბარი ზედმეტია. ის ყოველთვის განვითარებისთვის იბრძვის და გააჩნია ამბიცია, რომ "ბაიერნში" განსაკუთრებული კვალი დატოვოს. კონტრაქტის გახანგრძლივება კიდევ ერთი ნიშანია, იმისა რომ ლეონს სწამს კლუბის შესაძლელობები და დარწმუნებულია, რომ მომავალშიც ისეთივე წარმატებულები ვიქნებით, როგორც წარსულში", - აღნიშნა ოლივერ კანმა.

სხვა სტატიები