Belive

ოფიციალურად: გრიზმანი ატლეტიკოში დაბრუნდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მადრიდის "ატლეტიკომ" ანტუან გრიზმანის დაბრუნება მოახერხა. ესპანურმა კლუბმა ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ცნობილია, რომ გრიზმანი "ატლეტიკოში" იჯარით, 1 სეზონით გადავიდა, რის შემდეგაც ესპანეთის მოქმედ ჩემპიონს მისი 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება ექნება. შეგახსენებთ, რომ ანტუანი დიეგო სიმეონეს გუნდში 2014-2019 წლებში თამაშობდა. 2 წლის წინ "ბარსელონამ" ის 120 მილიონ ევროდ შეიძინა. გრიზმანმა საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლინება კატალონიურ გრანდში ვერ მოახერხა. გრიზმანმა "ბარსას" მაისურით ჩატარებულ 102 მატჩში 35 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა მიითვალა. 30 წლის შემტევმა გუნდთან ერთად მხოლოდ ესპანეთის თასის მოგება მოახერხა.

სხვა სტატიები