Belive

ოფიციალურად: ჰადერსფილდი პრემიერ ლიგიდან 7 ტურით ადრე გავარდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პრემიერ ლიგის 31-ე ტურის მატჩები, სადაც ძალიან დიდი ინტერესით გამოირჩეოდა "კრისტალ პალასისა" და "ჰადერსფილდის" მატჩი, რადგან სტუმრები დამარცხების შემთხვევაში პრემიერ ლიგას დაემშვიდებოდნენ და პრემიერშიფში გადავარდებოდნენ. მატჩის პირველივე წუთებიდან სტუმრებმა შეუტიეს, თუმცა პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. რაც შეეხება მეორე ტაიმს, მასპინძლებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს და ორი გოლის გატანა შეძლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ჰადერსფილდი" პრემიერ ლიგას 7 ტურით ადრე დაემშვიდობა. პრემიერ ლიგის ისტორიაში მეორე მოხდა ის ფაქტი, რომ ასე ნაადრევად, კერძოდ კი მარტში გუნდი პრემიერ ლიგიდან გავარდნილიყო. პირველად ეს 2007/2008 წლების სეზონში მოხდა, როდესაც "დერბიმ" "ასტონ ვილასთან" შინ 0:6 დათმო.

სხვა სტატიები