Belive

ოფიციალურად: ჰარი მაგუაირი მანჩესტერის ფეხბურთელია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჰარი მაგუარი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია - "წითელმა ეშმაკებმა" 26 წლის მცველის სანაცვლოდ სოლიდური თანხა, £80 მილიონი გადაიხადეს. ტრანსფერის შედეგად, მაგუაირი მსოფლიოში ყველაზე ძვირადდღირებული მცველი გახდა. ცნობილია, რომ მაგუაირმა "წითელ ეშმაკებთან" 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. "ბედნიერი ვარ რომ დიდი გუნდის ნაწილი გავხდი. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო "ლესტერს," სადაც შესანიშნავი პერიოდი გავატარე, თუმცა როდესაც შენით "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება, რთულია ასეთ შესაძლებლობაზე უარი თქვა. ვესაუბრე ოლე გუნარ სოლსკიაერს და ვფიქრობ რომ მას ძალიან საინტერესო ხედვა აქვს, ის აშენებს გუნდს, რომელიც ტიტულებისთვის იბრძოლებს," განაცხადა მაგუაირმა. მაგუაირის ტრანსფერამდე, ყველაზე ძვირადღირებულ მცველად ვირჯილ ვან დაიკი ითვლებოდა, რომლის სანაცვლოდაც "ლივერპულმა" "ჰალ სიტის" £75 მილიონი გადაუხადა. "ჰარი მაგუაირი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, ძალიან მიხარია რომ ის ჩვენს გუნდში ითამაშებს. მას აქვს შესაძლებლობა, თამაშის მიმდინარეობა ზუსტად წაიკითხოს და ძლიერი წნეხის ფონზე, აუღელვებლად ითამაშოს. ამასთან, ის შესანიშნავი პიროვნებაა," განაცხადა ოლე გუნარ სოლსკიაერმა.

სხვა სტატიები