Belive

ოფიციალურად: ჰიოვედესმა კარიერა დაასრულა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბენედიქტ ჰიოვედესმა საფეხბურთო კარიერა 32 წლის ასაკში ოფიციალურად დაასრულა. ამის შესახებ გერმანელმა ფეხბურთელმა გულშემატკივარს სოციალური ქსელით ამცნო. საინტერესოა, რომ გამოსამშვიდობებელი წერილის ნაცვლად, ჰიოვედესმა ორიგინალურ გზას მიმართა და სპეციალურად დამზადებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა.

View this post on Instagram

A post shared by Benedikt Höwedes (@benwedes) on

ბენედიქტის კარიერის უდიდესი ნაწილი "შალკეს" უკავშირდება. გელზენკირხენულ გუნდში გერმანელი 2001-2018 წლებში თამაშობდა, რა დროშიც გუნდის მაისურით მან 335 მატჩი ჩაატარა. ჰიოვედესმა მცირე დრო იჯარით "იუვენტუსში" გაატარა, კარიერის ბოლოს კი მოსკოვის "ლოკომოტივის" მაისური მოირგო. "შალკესთან" ერთად ცენტრალურმა მცველმა გერმანიის თასისა და სუპერთასის მოგება მოახერხა, ტურინელთა შემადგენლობაში კი სერია A-სა და იტალიის თასის ტიტულებს დაეუფლა. ჰიოვედესის კარიერის მთავარი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონობაა, რომელიც მან 2014 წელს, ბრაზილიაში იზეიმა. გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელმა 44 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები