Belive

ოფიციალურად: იაია ტურე ჩინურ კლუბში გადავიდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" ყოფილი ფეხბურთელი იაია ტურე კარიერას ჩინურ კლუბში გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, იაია ტურე ჩინეთის მეორე ლიგის ბინადარ "ქინგდაოს" შეუერთდა. ტრანსფერის პირობებისა და დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერ ჯერობით არ ვრცელდება. "კარიერის დასაწყისიდანვე მხიბლავს ახალი გამოწვევების მიღება. მოხარული ვარ, რომ ისტორიის კვლავ დაწერის შესაძლებლობა "ქინგდაოში" მომეცა. მოუთმენლად ველი ახალი გუნდის მაისურით თამაშს", - აღნიშნა იაია ტურემ.

სხვა სტატიები