Belive

ოფიციალურად - იან ვერტონგენმა ტოტენჰემი დატოვა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
27 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ 33 წლის ბელგიელმა მცველმა - იან ვერტონგენმა ლონდონის "ტოტენჰემი" ოფიციალურად დატოვა. ვერტონგენს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა და მან ახალი კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა. ეს ინფორმაცია უკვე დადასტურდა, ასევე ასახულია "Transfermarkt.com"-ზეც.
იან ვერტონგენი
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძლეებს კარიერას ბელგიელი მცველი, თუმცა ცნობილია, რომ მისით არაერთი გრანდი ინტერესდება, ერთ-ერთი კი კატალონიის "ბარსელონაა". ვერტონგენი "ტოტენჰემის" რიგებში 2012 წლიდან ირიცხება, რა დროშიც 232 მატჩი ჩაატარა და 6 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები