Belive

ოფიციალურად: იან ზომერი ბაიერნის ფეხბურთელია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

შვეიცარიის ეროვნული ნაკრების 34 წლის მეკარე - იან ზომერი, "მიუნხენგლადბახიდან" "ბაიერნში" ოფიციალურად გადავიდა.

ინფორმაცია "ბაიერნმა" სოციალურ ქსელში ოფიციალურად დაადასტურა.

შვეიცარიელმა მეკარემ "ბაიერნთან" კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა. მისი სატრანსფერო ღირებულება კი 5 მილიონ ევროს შეადგენს.

იან ზომერი ხელფასის სახით 8 მილიონ ევროს მიიღებს + 1.5 მილიონი ბონუსები.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სომერი 33+ ასაკის მქონდე მეკარეებს შორის, ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა.

შვეიცარიელმა მეკარემ კარიერა სამშობლოში, კერძოდ კი "ბაზელში" დაიწყო, სადაც 2014 წლამდე ითამაშა. შემდეგ კი "მიუნხენგლადბახში" გადავიდა, სადაც სახელი საკმაოდ სტაბილურობითა და კარგი მეკარეობით მოიხვეჭა.

სხვა სტატიები