Belive

ოფიციალურად: იკარდი პსჟ-ს ფეხბურთელია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ მაურო იკარდი კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს. არგენტინელი ფორვარდი 1 სეზონით "პსჟ"-ში, იჯარის წესით გადავიდა. ცნობილია, რომ პარიზულ კლუბს, სურვილის შემთხვევაში, იკარდის გამოსყიდვა შეეძლება. როგორც იცით, მაუროს კარიერა "ინტერში" ცუდად მიმდინარეობდა. 26 წლის შემტევი მუდმივად ფანების კრიტიკაში იმყოფებოდა. მაურო იკარდიმ სერია ა-ს გასულ სეზონში 11 გოლი გაიტანა. "ინტერში" ის 2013 წელს "სამპდორიადან" გადავიდა. 6-წლიანი მილანური კარიერის მანძილზე არგენტინელმა 124 გოლი გაიტანა.  

სხვა სტატიები