ოფიციალურად: იკერ კასილასმა კარიერა დაასრულა

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარულმა მეკარემ იკერ კასილასმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ესპანელმა მეკარემ საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით გააცნო.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაისში იკერმა გულის შეტევა მიიღო. ცხადია, მას შემდეგ 39 წლის კასილასი მოედანზე აღარ გასულა.

ლეგენდარული ესპანელის კარიერა მთლიანად მადრიდის “რეალთან” ასოცირდება. “ბლანკოსის” მაისურით ესპანელმა 725 მატჩი ჩაატარა და 3 ჩემპიონთა ლიგისა და 5 ლა ლიგის მოგება მოახერხა. კასილასი ესპანეთის სუპერთასს 4-ჯერ, ესპანეთის თასს 2-ჯერ, FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1-ჯერ და UEFA-ს სუპერთასის ტიტულს 2-ჯერ დაეუფლა.

რაც შეეხება ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს, იკერი მსოფლიო და 2-გზის ევროპის ჩემპიონია.

(63)

ოფიციალურად: იკერ კასილასმა კარიერა დაასრულა

სტატიის ავტორი
-