Belive

ოფიციალურად: ინტერმა ინძაგისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ინტერმა" მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგისთან კონტრაქტის გაახანგრძლივა. ინფორმაცია მილანურმა კლუბმა ოფიციალუად დაადასტურა. ახალი ხელშეკრულება ერთი წლით გაიზარდა და ის 2024 წლის ზაფხულამდე იქნება აქტიური. გარდა ამისა, იტალიური მედიის მიხედვით, იტალიელ სპეციალისტს ხელფასი მნიშვნელოვნად გაეზარდა. სიმონე ინძაგი "ინტერს" 2021 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობს. გასულ სეზონში მან გუნდთან ერთად იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო. გარდა ამისა,10 წლის განმავლობაში პირველად, ინძაგიმ "ინტერი" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გაიყვანა.

სხვა სტატიები