ოფიციალურად: სანჩესი ინტერის საკუთრება გახდა

ალექსის სანჩესი “ინტერის” საკუთრება გახდა – ჩილელი ფეხბურთელი მილანურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

31 წლის ალექსისმა “ნერაძირისთან” 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიელთა ოფიციალური გვერდი ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ სანჩესი “ინტერში” იჯარის წესით თამაშობდა. ის “მანჩესტერ იუნაიტედის” საკუთრება იყო, თუმცა ინგლისელებთან კონტრაქტი ამოეწურა.

შესაბამისად, ფეხბურთელმა, რომელშიც “წითელმა ეშმაკებმა” 34 მილიონი გადაიხადეს, გუნდი უფასოდ დატოვა.

ჩილელმა ცენტრ-ფორვარდმა “იუნაიტედის” მაისურით ჩატარებულ 45 თამაშში 5 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.

(140)

ოფიციალურად: სანჩესი ინტერის საკუთრება გახდა

სტატიის ავტორი
-