Belive

ოფიციალურად: იოზილი ფენერბახჩეს ფეხბურთელია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
32 წლის გერმანელი შემტევი ნახევარმცველი მესუთ იოზილი ოფიციალურად "ფენერბახჩეს" ფეხბურთელია. თურქულ კლუბსა და ფეხბურთელს შორის 3,5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გერმანელი ნახევარმცველი ახალ კლუბში ანაზღაურების სახით წელიწადში 5 მილიონ ევროს მიიღებს.
 
გერმანელი ფეხბურთელის კონტრაქტი ლონდონის "არსენალთან" 2021 წლის ივნისამდე იყო გათვალისწინებული, თუმცა კლუბმა და იოზილმა ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს და არსებული კონტრაქტი გაწყვიტეს, შესაბამისად, იოზილი თურქულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. პრემიერ ლიგის 2020/21 წლების სეზონში იოზილს არც ერთ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა, გერმანელ ფეხბურთელს 2020 წლის მარტიდან მოყოლებული "მეთოფეების" მაისურით არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია. იოზილი “ემირეიტსზე” 2013 წლის 2 სექტემბერს მადრიდის “რეალიდან” გადაბარგდა და მას შემდეგ 254 შეხვედრაში 44 გოლის გატანა და 77 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. "არსენალთან" ერთად მესუთმა 4-ჯერ ინგლისის ასოციაციის თასი, 2-ჯერ კი სუპერთასი მოიგო.

სხვა სტატიები