Belive

ოფიციალურად: ისკომ მადრიდის რეალი დატოვა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა - ისკომ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც "სამეფო კლუბსა" და მის გულშემატკივრებთ 9 წლიანი ურთიერთობისთვის და თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის და ემშვიდობება.
როდესაც "მალაგაში" ვიყავი და კონტრაქტი მიმთავრდებოდა, ვიცოდი, რომ კლუბი უნდა შემეცვალა. კონტრაქტის დეტალებზე უკვე სხვა კლუბთან მქონდა მოლაპარაკებები, რა დროსაც ჩემს კარებზე "რეალმა" მოაკაკუნა. ამ ფაქტის შემდეგ, საერთოდ აღარ მიფიქრია, რომ სადმე სხვაგან წავსულიყავი. მას შემდეგ რაც ამ კლუბში ვარ, დანარჩენი ყველაფერი ისტორიაა, რომელსაც სიტყვებით ვერ აღვწერ.  ამ კლუბში, სადაც ყველანაირი ოცნება ავიხდინე და მოვიგე ყველა ტიტული, 9 წლის შემდეგ უნდა დავემშვიდობო. ყოველთვის მადლობელი ვიქნები მადრიდის "რეალის". მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, "სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონის მთელს სტაფს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც თანაკვეთაშია სამეფო კლუბთან. მადლობა სიყვარულისთვის, მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის.  მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებმაც ამ კლუბში გადმოსვლის პირველივე წამებიდან საოცრად თბილად მიმიღეს და ეს ყველაფერი მთელი ამ 9 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.  ნახვამდის, ჰალა მადრის! 
ისკო, მადრიდის "რეალში" 2013 წელს "მალაგადან" გადმოვიდა. მას შემდეგ მან "სამეფო კლუბის" მაისურით 246-ჯერ ითამაშა, სადაც თავი გოლით 37-ჯერ გამოიჩინა.

ისკოს მიღწევები მადრიდის "რეალში"

  • ლა ლიგის 3-გზის გამარჯვებული
  • კოპა დელ რეის გამარჯვებული (2013/14 წლების სეზონი)
  • სუპერ კოპას 3-გზის გამარჯვებული
  • ჩემპიონთა ლიგის 5-გზის გამარჯვებული
  • უეფას სუპერ თასის 3-გზის გამარჯვებული
  • ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 4-გზის გამარჯვებული
  • ჩემპიონთა ლიგის წლის საუკეთესო გუნდის წევრი (2016/2017 წლების სეზონი)

სხვა სტატიები