Belive

ოფიციალურად - იტალიაში გუნდები ვარჯიშს 4 მაისს განაახლებენ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სოციალურ ქსელში შესანიშნავი ამბავი გავრცელდა. იტალიის პრემიერ მინისტრმა გუნდებს ნება დართო, რომ ვარჯიში განაახლონ. ეს ყველაფერი კი 4 მაისს მოხდება. გუნდებს გადაეგზავნებათ შესაბამისი წესები რაც უნდა დაიცვან და ამის შემდეგ შეუდგებიან ვარჯიშს. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის 18 მაისისთვის სერია "ა" დიდი ალბათობით განახლდება. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონი იტალიაში საკმაოდ დაძაბულია. ჩემპიონობისთვის ერთბაშად სამი გუნდი იბრძვის. პირველ ადგილზე ტურინის "იუვენტუსი" გახლავთ 63 ქულით, მეორეზე "ლაციო"  62 და მესამე ადგილზე კი "ინტერი" 54 ქულით.

სხვა სტატიები