Belive

ოფიციალურად: იუვენტუსისა და მილანის დაპირისპირება გაურკვეველი დროით გადაიდო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

4 მარტს, კოპა იტალიის ნახევარფინალური მატჩი უნდა გამართულიყო, სადაც ერთმანეთს "იუვენტუსი" და "მილანი" უნდა შეხვედროდნენ. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, ეს მატჩი კორონავირუსის საფრთხის გამო, გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ასევე საუბარია იმაზეც, რომ მომავალი 1 თვის განმავლობაში იტალიაში ჩასატარებელი ყველა მატჩი გადაიდება. შეგახსენებთ, რომ იტალია იმ ქვეყნებს შორის შედის, სადაც კორონავირუსი განსაკუთრებით პრობლემატური საკითხია. ბოლო მონაცემებით, ჯამში 2502 შემთხვევა დასტურდება, რომელსაც 79 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 160 ადამიანი სრულიად გამოჯანმრთელდა, ხოლო 229 ადამიანი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.

სხვა სტატიები