Belive

კლუბები ფასზე შეთანხმდენენ - არტური იუვენტუსის ფეხბურთელი გახდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Ინფორმაცია რომელიც ევროპულ პრესაში ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა ოფიციალურად დადასტურდა - ტურინის "იუვენტუსმა" "ბარსელონასთან" არტურ მელოს სატრანსფერო ფასი შეათანხმა. ბრაზილიელი ნახევარმცველი "ბებერ ქალბატონს" 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება. უკვე ცნობილია 23 წლის ფეხბურთელის ანაზღაურებაც, რომელიც წელიწადში 5 მილიონ ევროს შეადგენს. არტური "ბლაუგრანაში" 2018 წლის ივლისში გადავიდა და კატალონიურ გრანდთან ერთად ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო. ფოტო: დინამო თბილისი/თამარ ჯიშკარიანი

სხვა სტატიები