Belive

ოფიციალურად: ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრებს დაეხმარება 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფრანგულ მედიაში ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლიგა 1-ის და ლიგა 2-ის კლუბები თავიანთ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ევროპული ქვეყნის მოქალაქეები არიან, ნაკრებებში გამგზავრებაში ხელს არ შეუშლის. ამრიგად, საქართველოს ნაკრების კაპიტანს, ჯაბა კანკავას "ვალენსიენი" ეროვნულ გუნდში გამომგზავრებაში ხელს არ შეუშლის. საქართველოს ნაკრები ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით სადებიუტო შეხვედრას 25 მარტს, სტოქჰოლმში, შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. "ჯვაროსნები" მარტის თვეში კიდევ ორ ოფიციალურ მატჩს გამართავენ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე და ესპანეთისა და საბერძნეთის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდებიან.  

სხვა სტატიები